26 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის - ნიკა მელია

დღემდე პარტიის ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა. საუბარია ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინ წამოვიდნენ და მნიშვნელოვანია პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია.

ნიკა მელია ირწმუნება, რომ ენმ-ის პარტიულ ღირებულებებს ახლანდელი მენეჯმენტი დაშორდა.

"დღემდე პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა. ერთობაზე უბრალოდ საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი.

თუ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლას აპელირებთ, "ნაციონალურ მოძრაობას" იდეურად უამრავი ის ადამიანი, ვინც დღეს არის პარტიულ მენეჯმენტში. პარტია არ არის საარჩევნო ნომერი, ლოგო. პარტია არის ღირებულება, ფასეულობა, არის იდეა. ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და თუ ვინმემ დატოვა პარტია არის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ამ პარტიის ხელმძღვანელობა.

ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, წამსვლელი წავიდეს - არაა, ჩემო ბატონო, ასეთი დამოკიდებულება შორს ნამდვილად ვერ წაგვიყვანს.

იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები