26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ვიცოდით, რომ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს საყვარლებისთვის, ახლა იკვეთება, რომ კიდევ ფრენებზე არის დახარჯული - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო ფრენების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

"ჩვენ არაერთხელ გვსმენია და ვიცოდით ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტიდან იხარჯებოდა ხარჯები მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის, პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს საყვარლებისთვის. ახლა იკვეთება, რომ კიდევ ფრენებზე არის დახარჯული. მე არ ვიცი კონკრეტიკა, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება თუნდაც შვილების სწავლის დაფინანსებაზე, რაც ბიუჯეტიდან ხდებოდა, რაც ძალიან მძიმე იყო და ძალიან ცუდი იყო. ეს არის ის საკითხები, რაზეც ალბათ გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხები,"-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები