26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიკა მელიას ხვდება 

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტთან საუბარს სხვადასხვა საკითხზე ისურვებდა. 

"შესაძლებელია იყოს საკითხები, რომლის გარშემოც მოგვიწევს საუბარი და ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეხვედრა დასრულდება. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ყველა თვალსაზრისით - პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ამ ყველა მიმართულების თაობაზე, რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი მასთან საუბარს," - აცხადებს ნიკა მელია.  

დღის ამბები