ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხალი ჩამოანგრია, შედეგად წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა. ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.