26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
"ახალი ისტორიული ნაბიჯი უკრაინასა და ევროკავშირს შორის წელს უნდა განხორციელდეს და ამ ნაბიჯისთვის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იმუშაოს" - ზელენსკი

"ახალი ისტორიული ნაბიჯი უკრაინასა და ევროკავშირს შორის წელს უნდა განხორციელდეს, და ამ ნაბიჯისათვის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იმუშაოს" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად სამხედრო კაბინეტის სხდომა შედგა.

"უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი წელს უნდა განხორციელდეს და მის განსახორციელებლად უკრაინის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იმუშაოს.

სამხედრო კაბინეტის სხდომა განსაკუთრებულ ადამიანთა წრეში გავმართე, სადაც განვიხილეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობა. ვისაუბრეთ ჩვენი ბრიგადების გაძლიერების შესახებ, იარაღისა და საბრძოლო მასალის საკუთარ წარმოებაზე უკრაინაში და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მარაგებზე. განვიხილეთ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია. ნათლად ვხედავთ, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები და რისთვის უნდა იყვნენ მზად ჩვენი მეომრები,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები