ოკუპირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. წინასწარი ინფორმაციით,
მიზეზი სარაკეტო თავდასხმაა, რომელსაც სერგო ორჯონიკიძის სახელობისა საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მოჰყვა, დაშავდა 24 ადამიანი.
ქარხანაში ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ. უკრაინული მედიის ცნობით, მომხდარის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
ოკუპანტებმა "შაჰედებით" იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე. დაშავდა 6 ადამიანი, დაზიანდა ქალაქის საპორტო ინფრასტრუქტურა.
თავდასხმები იყო ხერსონისა და ლუჰანსკის ოლქებზეც, არის მსხვერპლი.
დანია უკრაინისთვის ახალი 833 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გადასაცემად ემზადება. დანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პაკეტი სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალასა და ტექნიკას მოიცავს.