26 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
გია ცაგარეიშვილი - როცა კენჭს იყრიდა ქალბატონი სალომე, მაშინ უნდა ჩაეხედა საქართველოს კონსტიტუციაში, შეესწავლა თავისი მოვალეობები და ან კი ეთქვა, ან არა

როცა კენჭს იყრიდა ქალბატონი სალომე, მაშინ უნდა ჩაეხედა საქართველოს კონსტიტუციაში, შეესწავლა თავისი მოვალეობები და თითქმის ოთხი წლის უკან, ან კი ეთქვა, ან არა. რადგანაც თქვა კი და დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ყოფილიყო „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მან თავიდან ბოლომდე გაიზიარა ის პასუხისმგებლობა, რაც ეკისრებოდა კონსტიტუციით, ის უფლებები გაითავისა, რაც უნდა გაეთავისებინა, რითიც აღიჭურვა კონსტიტუციით და ემოქმედა ამ ფარგლებში - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მშვენივრად იცის, რომ თუ წარმოადგენს ქვეყანას ფარგლებს გარეთ, წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. ამგვარი ნებართვა უკანასკნელი ვიზიტების დროს მას არ ჰქონდა.

გია ცაგარეიშვილი სვამს კითხვას - თუ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ ადარდებს საქართველოს მთავრობის აზრი და ფიქრობს, რომ არავინ ეკითხება არც პრემიერს, არც საქართველოს მთავრობას, ის რომელ ქვეყანაში რა სახის ვიზიტით გაემგზავრება, მაშინ რატომ მიმართა საქართველოს მთავრობას ნებართვისთვის? მიმართა იმიტომ, რომ ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უნდა შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში. დარღვეულია კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი, სადაც პირდაპირ წერია რისი უფლება აქვს საგარეო მიმართულებით საქართველოს მთავრობას და რისი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტმა მშვენივრად იცის, რომ თუ ის წარმოადგენს ქვეყანას მის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. ამგვარი ნებართვა უკანასკნელი ვიზიტების დროს მას არ ჰქონდა. მან მიმართა საქართველოს მთავრობას და მიიღო უარი. ახლა ვსვამ კითხვას, თუ მას საერთოდ არ ადარდებს საქართველოს მთავრობის აზრი და ფიქრობს, რომ არავინ ეკითხება არც პრემიერ ღარიბაშვილს, არც საქართველოს მთავრობას, ის რომელ ქვეყანაში რა სახის ვიზიტით გაემგზავრება, მაშინ რატომ მიმართა საქართველოს მთავრობას ნებართვისთვის? მიმართა იმიტომ, რომ ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და როცა მიმართა, მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს საქართველოს პრეზიდენტი. მან კანონის ჩარჩოებში მოაქცია თავისი ქმედება და ჰკითხა საქართველოს მთავრობას ნებართვა. მიიღო იქიდან უარი და აქ უნდა დასრულებულიყო მისი მცდელობა, გამგზავრებულიყო და წარმოედგინა ქვეყანა საზღვარგარეთ ჩვენ პატნიორებთან ურთიერთობისას და სხვა ვიზიტებში“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აქამდეც რამდენჯერმე გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს. აქვე, ცაგარეიშვილი ოპონენტებს ურჩევს, არ არის საჭირო წიაღსვლები, ყველაფერი ზედაპირზე დევს.

"გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი სკანდალი ელჩების არდანიშვნასთან დაკავშირებით. ესეც პრობლემების ამ რიგში უნდა განვიხილოთ. მაშინ შესაბამისი კონსულტაციების, დაჟინებული თხოვნის თუ მოთხოვნის შემდეგ მთავრობის მხრიდან, იგი დათანხმდა ელჩების მივლინებას სხვადასხვა ქვეყანაში. მას ელჩების დანიშვნის დაბლოკვის უფლებაც არ ჰქონდა და ჩვენ მაშინაც ლამის მივედით საკონსტიტუციო სარჩელამდე. მოხდა ისე, რომ მან უკან გაიწვია თავისი უარები და დანიშნა ელჩები. ახლა ისევ წავაწყდით ამ უდიდეს პრობლემას მისი მხრიდან, აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილს. ჩემი რჩევაა, ოპონენტების გასაგონად ვამბობ ამას, არ არის აუცილებელი და საჭირო წიაღსვლები, ყველაფერი ზედაპირზე დევს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები