26 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
თბილისის რომელ უბანს შეეზღუდება 13 სექტემბერს წყალმომარაგება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯივიპი" 13 სექტემბერს, ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 სექტემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, რადიანის ქ. N16-თან -თან, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 სექტემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ვაკის რაიონში:

რადიანის, შოშიტაიშვილის და არაყიშვილის 2 ჩიხს.

 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები