26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. შესაბამისი განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ გააკეთა.

მისი თქმით, მოკვლევა "ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე" ფოკუსირდება.

რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს, მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

მედია აღნიშნავს, რომ პროცედურის დაწყება ბაიდენის შვილს უკავშირდება. ამასთან, მოსმენებზე ბაიდენის უკანონო ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები ნაპოვნი არ იქნა. ამავდროულად, აღმოჩენილ იქნა პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც რესპუბლიკელების თქმით, საეჭვოა. მათი მტკიცებით, პრეზიდენტმა მისი შვილის საქმიანობის შესახებ იცოდა. მაკკარტის თქმით, პრეზიდენტის საქციელთან დაკავშირებით "სერიოზული და სანდო" ბრალდებები არსებობს.

"ერთად აღებული, ეს ბრალდებები კორუფციის კულტურის სურათს ხატავენ," - განაცხადა მაკკარტიმ.

დღის ამბები