სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გელათის, არარატის, დუშეთის, ალაზნის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბენდელიანის, სანერგის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV V კვარტლების, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ჟღენტის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ფატმანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.