26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
25 დღეში დადგმული ოტელო და ისტორია, რომელიც რეჟისორმა თოჯინებით მოყვა - მოზარდ მაყურებელთა თეატრი ეგვიპტეში გრან პრის მფლობელი გახდა

25 დღეში დადგმული ოტელო, პეტრე ოცხელის მიერ 90 წლის წინ კოტე მარჯანიშვილისთვის შექმნილი სცენოგრაფია და ტრაგედია, რომელიც რეჟისორმა თოჯინებით მოყვა - მოზარდ მაყურებელთა თეატრი ეგვიპტეში გრან პრის მფლობელი გახდა. უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით თოჯინებით შექმნილმა სპექტაკლმა მთავარი პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მოიპოვა.

კაიროს ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალზე, რომელსაც 35 წლიანი ისტორია აქვს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს გრან პრის გარდა არაერთი პრიზი მოუტანა. ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზატორებმა ოტელოს ნახვის შემდეგ დაწერეს, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა თოჯინებით შეძლო იმ კულტურის და ისტორიის გადმოცემა, რომელზეც უილიამ შექსპირმა უკვდავი პიესა შექმნა.

დღის ამბები