26 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
აჭარაში, კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა

აჭარაში, კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე, ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. გამარჯვებულ სტუდენტებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა.

თორნიკე რიჟვაძემ განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება, რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 147 გამარჯვებული მოსწავლე. გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.

დღის ამბები