26 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გურიის რეგიონში, გეოლოგთა ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, გეოლოგთა ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ. ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან.

გეოლოგების რეკომენდაციით, მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი უნდა დატოვოს, რადგან შენობები დაზიანებულია და არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე.

გეოლოგ გიორგი შანთელიძის თქმით, სტიქიის ზონაში ვითარება მძიმეა და ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე, გეოლოგები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიმყოფებით გურიის რეგიონში. დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობს 10 ჯგუფი. რაც შევამოწმეთ, 3 ოჯახი გასაყვანია უსაფრთხო ადგილზე", - განაცხადა გეოლოგმა გიორგი შანთელიძემ.

 

დღის ამბები