მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2800 აჭარბებს, დაშავებულია 2 500-ზე მეტი მოქალაქე. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.