26 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ვიყავი საქართველოში, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირს სურს იხილოს საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ჟოზეფ ბორელი აქვეყნებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მის პირველ ვიზიტს აფასებს.

"ვიყავი საქართველოში, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს.

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმში.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან "- წერს ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები