26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
"გვაჩვენე შენი ხმა" - "რუსთავი 2" ერთგულ მაყურებელს ახალ სატელევიზიო სეზონზე კიდევ ერთ მეგაპროექტს უმზადებს

სამხრეთ კორეული სატელევიზიო შოუს ქართული ანალოგის დაწყებამდე ზუსტად ერთი დღე დარჩა. "რუსთავი 2" ერთგულ მაყურებელს ახალ სატელევიზიო სეზონზე კიდევ ერთ მეგაპროექტს უმზადებს. "გვაჩვენე შენი ხმა" - შოუ, რომლის მონაწილეების ვინაობა უცნობია და სადაც ექვსი პერსონაჟიდან რთულია გაიგო, ვინ არის მომღერალი.

ახალ მუსიკალურ პროექტში ექვსი იდუმალი პერსონაჟი, მოგონილ ან რეალურ პროფესიას ირგებს. მონაწილე შეიძლება ვერ მღეროდეს, მაგრამ კარგი არტისტი უნდა იყოს, რომ ყველამ დაიჯეროს მისი ვოკალური შესაძლებლობები. მეგაშოუს ჟიურის მუდმივ ოთხეულში: თაკო ფხაკაძე, ავთო გვასალია, პაატა გულიაშვილი და გიგი დედალამაზიშვილი არიან.

მუსიკალური შოუს ყველა ეპიზოდში, მაყურებელი ერთ მოწვეულ ექსპერტსაც ნახავს. პირველ გადაცემაში ამ ადგილს ლაშა რამიშვილი დაიკავებს. მსახიობი ჟიურის წევრებს იდუმალი მონაწილის გამოცნობაში დაეხმარება.

შოუს წესების მიხედვით, ექსპერტები ექვსი მონაწილიდან მომღერლის გამოცნობაში მთავარ მოთამაშეს ეხმარებიან. ფულადი პრიზი 3 000 ლარია. მოთამაშე და შოუს 6 მონაწილე ყოველ გადაცემაში იცვლება, უცვლელები არიან მხოლოდ ექსპერტები. მეგა შოუს წამყვანი, "რუსთავი 2-ის" მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სახე თიკა ფაცაციაა.

"გვაჩვენე შენი ხმა" - საერთაშორისო სატელევიზიო შოუა, რომელსაც ქართველი მაყურებელი "რუსთავი2-ზე" ხვალიდან იხილავს. ყველაზე მუსიკალური და მხიარული შოუ, ამავდროულად აზარტულიც არის.

მეგა შოუ რამდენიმე საინტერესო რაუნდისგან შედგება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს აჩვენონ მუსიკალური და ამავდროულად სამსახიობო ნიჭიც. თავსატეხებით სავსე საერთაშორისო პროექტი, "რუსთავი 2-ზე" ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გავა.

დღის ამბები