26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ნათლად განიმარტა, რომ არც ერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია პირადი ვიზიტისთვის - გიორგი ამილახვარი

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან პირადი ვიზიტისთვის არც ერთი თეთრი არ გამოუყენებია. ამილახვარის განცხადებით, ამაში მოსახლეობა დარწმუნდება, როდესაც შესაბამისი დეკლარაცია გასაჯაროვდება.

"იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ქურდს ჯიბე ეწოდაო, ახლა წარმოუდგენიათ მათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ნებისმიერი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ თქვენ რაღაცა ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არსებობს. ნათლად განიმარტა, რომ არც ერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. სხვა დანარჩენზე თავადაც დეკლარაციაში იხილავთ როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროები დაფინანსდა," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები