3 წლის თაია ზოიძეს, რომელიც კომაშია, საზოგადოების დახმარება სჭირდება, ინფორმაციას ბავშვის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
"4 თვის წინ სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა კლინიკაში. კლინიკაში მიყვანისას აუმუშავეს გული, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა.
საქართველოში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა, რის გამოც 2 თვის წინ გადავიყვანეთ თურქეთის კლინიკაში, სადაც გადის ნეირორეაბილიტაციას.
ამ დროის მანძილზე, გაუმჯობესდა ბავშვის ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა, დაბრუნდა ნაწილობრივ უბნების რეფლექსები და მგრძნობელობა, გაჩნდა იმედები. ბავშვი საჭიროებს უწყვეტად და ინტენსიურად მკურნალობის გაგრძელებას. თუმცა ყოველი დღე უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ამ პერიოდის მანძილზე ოჯახმა, სრულად ამოწურა ფინანსური რესურსი.
თაიას სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სჭირდება ჩვენი დახმარება და თითოეული ადამიანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობენ ოჯახის ახლობლები.
მცირეწლოვნის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე შეუძლიათ :
#GE27TB7466145064300014 ნინო ოღიაშვილი (ნათლია).
#GE22BG0000000541696720 მაია გოგოლაშვილი ( ბებია).