26 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
მტკნარი სიცრუე ითქვა, რომ "ჯორჯიან ეარვეისს" გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება - თამაზ გაიაშვილი

კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიას გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება.

ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას არანაირი დავალიანება არ აქვს. კომპანიაში გეგმავენ, რომ რეპუტაციისა და საქმიანი იმიჯის შელახვის გამო სასამართლოს მიმართონ.

"მტკნარი სიცრუე ითქვა, რომ "ჯორჯიან ეარვეისს" გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება. არასდროს არ გააჩნდა საბიუჯეტო დავალიანება და არც დღეს არ გააჩნია. ამ დღეებში "ჯორჯიან ეარვეისის" მიზანმიმართული იმიჯის შელახვა მიმდინარეობს. ეს არის მიზანმიმართული, როგორც მთავრობის, ასევე "ჯორჯიან ეარვეისის" საწინააღმდეგოდ. ეს ჩემი საქმიანი იმიჯის შელახვაა და შესაძლებელია, სასამართლოში ვუჩივლო,"- აცხადებს
ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი.

დღის ამბები