26 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სჯობს, ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს და რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს, რომ ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული," აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება კონსტიტუციის განზრახ და უხეშად დარღვევა, ამას ჰქონდეს სათანადო შეფასება.

ჩვენ ამ დღეებში ამ ქმედებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მათ შორის, ოპოზიციისა და სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას. ამბობენ, რომ "კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ..." ეს "მაგრამ“ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახ დარღვევის მიმართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, არავინ არ სცემს პატივს. კონსტიტუციის გაფრთხილება სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება. და პირიქით, კონსტიტუციის მიმართ უდიერი მოპყრობა არის არაევროპული საქციელი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები