26 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი - რას ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ხელმოწერების ავთენტურობა დაადგინა. ამის შემდეგ დოკუმენტი 80 ხელმოწერით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება. თუ სასამართლო დარღვევას დაადგენს, იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანას, 100 ხმა დასჭირდება.

პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი

"დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზია ის, რომ მენახა ხელმოწერები, რომლითაც "ქართული ოცნება" და უმრავლესობა აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

როდესაც ვნახავთ რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება სამართლებრივი პასუხი ყველაფერ დანარჩენზე," - აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები