26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"არ შევეგუებით კორუფციას, კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვას და სწორედ ამიტომ გვსურს პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება" - სალომე სამადაშვილი

ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი, "ლელო" პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ექნებათ კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთანაც ამ საკითხზე რეაგირებასთან დაკავშირებით.

"არ შევეგუებით კორუფციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვას და სწორედ ამიტომ გვსურს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. მე ვიცი, რომ ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფიქრობენ ასევე, რა იქნება სწორი რეაგირება, იმაზე რაც ჩვენ მოვისმინეთ საჯარო სივრცეში, ჩვენ ვიწყებთ დღეს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან, რადგან გვინდა მოვისმინოთ მათი შეხედულებებიც, ისინი როგორ ფიქრობენ რეაგირებას ამ ფაქტებზე,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"ჩვენ უკვე შევიტანეთ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი პროკურატურაში, დღეს დილით, რადგან ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. საგამოძიებო ჟურნალისტიკამ უკვე ცხადად წარმოაჩინა, რამხელა თანხებზეა საუბარი. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს გამოძიება,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები