26 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა

22 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან - 2001 წელს ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავში მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ტერორისტულ აქტებს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები