მაროკოში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლი 2100-ს აჭარბებს. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. სტიქიის შედეგად დაშავებულია 2500-მდე ადამიანი.
7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის ბიძგი მაროკოს პროვინციებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებები ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება.