26 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
პუტინმა უკვე წააგო იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა, ის ცდილობდა უკრაინის რუკიდან წაშლას და უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ეს უკვე მარცხია - ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში შეჭრა უკვე წააგო.

"მიზეზი იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ უკრაინის საბოლოო წარმატებაში, არის ის, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის, რუსები კი - არა. გახსოვდეთ, პუტინმა უკვე წააგო იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა. ის ცდილობდა უკრაინის რუკიდან წაშლას და უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ეს უკვე მარცხია", - თქვა ბლინკენმა ABC-თან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა , რომ ვერ ხედავს პუტინის მხრიდან დიპლომატიაში ჩართვის სურვილს.

დღის ამბები