26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილებით უკანონოც კი არაფერი ყოფილა ... გახარიამ უღალატა თავის გუნდს - მამუკა მდინრაძე

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიამ საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო, მმართველი გუნდის ლიდერები აფასებენ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პროცესთან დაკავშირებით მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გახარიამ ამ საქციელით საკუთარ გუნდს უღალატა.

მდინარაძის განცხადებით, მთელმა საქართველომ იხილა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით უკანონო ნაბიჯი არ გადადგმულა.

"კითხვები გვაქვს, რისთვის გადადგა გახარია?! როდესაც ყველაფერი კანონიერი ყოფილა. ეს ადამიანი პოლარიზაციის შესამცირებლად კი არა გასაღვივებლად გადამდგარა, ანუ უღალატა თავის გუნდს. კაცი გამოვიდა და გადადგომის მოტივად დაასახელა ის, რომ ესკალაციას არ უწყობდა ხელს და თითქოს რაღაც პრობლემები იყო. მეტი მტკიცებულება რა საჭიროა, მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით ნახა გადამდგარი, შეშინებული პრემიერ-მინისტრი და შემდეგ უკვე იხილა სტრასბურგის გადაწყვეტილება, თურმე გადასადგომი კი არა, უკანონოც კი არაფერი ყოფილა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები