26 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, პრემიერის იმპიჩმენტი მოახერხონ - რევაზ ჯაველიძე ოპოზიციაზე

მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლობის დაცვით იმოქმედა და შტატებში საკუთარი ხარჯებით წავიდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია კი მმართველი გუნდის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს ბინძური კამპანია ემსახურება 9 წლის განმავლობაში, მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფო სახსრებს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლისათვის და საკუთარი ოჯახის სარგებლისათვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტებისა და მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით, ასევე ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონებისათვის. კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი, არის არა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე შესრულებული, არამედ პირადი ხარჯით დაფინანსებული, რისი უფლებაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის კრისტალურად გამჭვირვალე და აქედან თქვენ ვერაფერ ხეირს ვერ ნახავთ და კატას ნამდვილად ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის არ არის. გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, იმოქმედა კანონმდებლობის მიხედვით და გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ის კომპანია, რომლის ბალანსზეც არის ეს ბორტი და ახლა "ლელოს" თუ სხვა პარტიას რა დაესიზმრება ჩვენ ამის მიხედვით ვერ მივიღებთ ამ,ას სერიოზულად მხედველობაში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები