26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ცილისმწამებლურია, მას კანონი არ დაურღვევია - რევაზ ჯაველიძე

პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე საუბრობს.

ჯაველიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს კანონი არ დაურღვევია. კერძო ვიზიტების დროს კი არასდროს სარგებლობდა და არც ამჯერად უსარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კერძო ვიზიტების დროს, არც ადრე და არც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც საუბარია "ტვ პირველის" სიუჟეტში და არც მომავალში, არ აპირებს სახელმწიფოს ხარჯით გამგზავრებას. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია აქამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან ღირსებული ადამიანია და მის ბუნებაში ასეთი რაღაც არ ჯდება.

მინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს იყო ტყუილი, ცრუ ინფორმაცია და ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, არის ცილისმწამებლური.

მინდა მივმართო მაყურებლებს და ყველას გავაგებინო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანონი არ დაურღვევია. ასევე, მინდა განმარტება გავაკეთო, ჰქონდა თუ არა მას შესაძლებლობა გამოეყენებინა სამთავრობო თვითმფრინავი და სახელმწიფო დაცვა - რა თქმა უნდა ჰქონდა. ამის შესახებ ვრცელი გაენართხება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა და აქაც კითხვები არ უნდა იყოს", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

დღის ამბები