26 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშიანიანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

 
დღის ამბები