26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - როგორია ვითარება რეგიონში

სტიქიის მეორე დღე გურიაში - სამი გრადაცვლილი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები. მეწყრული პროცესი ლანჩუხთისა და ოზურგეთის თითქმის ყველა სოფელში განვითარდა. ადიდებულმა მდინარეებმა, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა გზები ჩახერგა, თუმცა დღეს მოსახლეობასთან კავშირი აღდგა, ადგილობრივები უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი. იმ სოფლებიდან, კი სადაც დარჩენის მცირე რისკი არსებობს, ადამიანების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეორე დღეა, დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

დღის ამბები