სომხეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა. სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანმა და მაკრონმა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება, აზერბაიჯანული ჯარების მობილიზება და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მზადყოფნა დაადასტურა, მაკრონმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრების გასწვრივ დაძაბულობის შემცირება აუცილებელია და მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
ნიკოლ ფაშინიანმა დაძაბულობის შემცირების მიზნით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოთქვა.