საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დატბორილ სოფლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 149 ადამიანი გამოიყვანეს. სახანძრო ბრიგადამ, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 2 806 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.