26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულთათვის, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციები თითქმის ყველა რეგიონიდან ერთიანდებიან - ჰუმანიტარული ტვირთი გურიაში უკვე გაიგზავნა

გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს რამდენიმე რეგიონი გაერთიანდა. ჰუმანიტარული დახმარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში დარიგდა, სადაც საფრთხე სტიქიამ მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუქმნა. ერთ-ერთია შრომა, სადაც ოჯახებს პირველადი გამოყენების პროდუქტები დაურიგდათ. დახმარება ყველა სოფელში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

სტიქიისგან დაზარალებულმა ოზურგეთის მოსახლეობამ, დახმარება სამტრედიიდან, ვანიდან და ბაღდათიდან მიიღო. ჰუმანიტარული ტვირთი ადგილზეც შეგროვდა.

დახმარება ლანჩხუთში წყალტუბოდან, ჩოხატაურიდან და ხონიდან უკვე ადგილზეა. მმართველი გუნდის რაიონულმა ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვები და პირველადი დახმარების პროდუქტი შეაგროვეს.

დღის ბოლოს, ლანჩხუთელებმა ჰუმანიტარული ტვირთი ქუთაისიდანაც მიიღეს.

მშრალი პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით შეიძინა. დახმარება ეტაპობრივად ყველა დაზარალებულ რეგიონში განაწილდება. გურიას პირველადი დახმარების ნივთებს სხვა რეგიონებიდანაც მიაწვდიან. პარალელურად ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა.

 

დღის ამბები