ლანჩხუთის რაიონის სოფელი ხორეთიდან, 7-სულიანი ოჯახი გამოიყვანეს და სასტუმრო "ეგრისში" დააბინავეს.
მალხაზ მაისურაძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ სტიქიამ სოფელი თითქმის გაანადგურა და მათი საცხოვრებელი სახლიც დააზიანა.
"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არც გზა არის, არც კვალი და არც არაფერი საერთოდ... 7-ვე გადმოგვიყვანეს. გამგეობამ არ შეიძლება გაჩედრება, უკიდურესი მდგომარეობააო," - აღნიშნა მალხაზ მაისურაძემ.
მაისურაძეები მცირეწლოვან ოჯახის ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.
სასტუმრო "ეგრისში" სტიქიის ზონაში დაზარალებული ოჯახები გვიან ღამით მოიყვანეს და ეტაპობრივად კიდევ ხდება ეპიცენტრიდან მათი გამოყვანა.