26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ყველა მიმართულებით გრძელდება უწყვეტი მუშაობა - ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთში, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულებში იწმინდება გზები, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. პროცესში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული. სტიქიის ზონაშია ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც. შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზიც.

როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აცხადებს, ყველა მიმართულებით უწყვეტი მუშაობა გრძელდება.

"მთელი ღამე ვმუშაობდით ყველა მოსახლესთან - დეპუტატები, რწმუნებულები პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ. გუშინვე გადავიყვანეთ დაახლოებით ოცამდე ადამიანი სასტუმროში. დღეისთვის ვმუშაობთ აქტიურად, რომ გავასუფთაოთ სამანქანე გზები. ასევე იყო პაციენტი, რომელიც საჭიროებდა დიალიზს და დილიდანვე, სამაშველოსთან ერთად, უზრუნველვყავით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაგვეყვანა. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით გრძელდება უწყვეტი მუშაობა," - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

დღის ამბები