26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
პრემიერის განცხადებები იყო პოზიტიური გზავნილი ბრიუსელისთვის და ევროკავშირისთვის - გურამ მაჭარაშვილი

ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით - ეს განცხადება "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იყო პოზიტიური გზავნილები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა, პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას, რადიკალური ოპოზიციისგან იქნება ეს თუ სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტისგან, კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით.
პრემიერის განცხადებები იყო პოზიტიური გზავნილი ბრიუსელისთვის და ევროკავშირისთვის, რომ თუ რეალურად უნდა ევროკავშირს, და ჩვენ გვწამს, რომ მას რეალურად უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია, მან ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს. ასოცირებულ ტრიოში საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჯოზეფ ბორელს პასუხები გაეცა მაღალ დონეზე როგორც ხარისხით, ისე შინაარსით და სიღრმით.

"ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში რომ დემონსტრაციულად არ შემოხვალ, რასაკვირველია, იქ რთულია ლაპარაკი პერსპექტივაზე დეპოლარიზაციის. ვფიქრობ, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაცემული პასუხები თავისი ხარისხითაც, შინაარსითაც, სიღრმითაც და პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტ ინფორმაციას აწვდიან ბორელსაც და ევროკავშირსაც, ვისაც უნდა გაიგონოს სიმართლე და არა კონიუნქტურული მიდგომები ამჯობინოს რეალობას, რაც კავკასიის რეგიონში შეიქმნა,"- აცხადებს გია ვოლსკი.

 

დღის ამბები