მთელი დღის განმავლობაში ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, სტიქიით შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები პირადად ხვდებიან სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს და ეცნობიან მათ საჭიროებებს.
"საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. მძიმე ტექნიკის დახმარებით ხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდა. აქტიურად მუშაობენ "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზ"-ის ჯგუფები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღდგენა.
სტიქიის პირველივე დღიდან ორივე მუნიციპალიტეტში და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მოქალაქეებისთვის საჭიროებების დროულად აღმოჩენის მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი.
☎️ცხელი ხაზის ნომრებია:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: 551 38 38 05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 577 601 304
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: 599058700" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.