26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი აშინებს - თეონა აქუბარდია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და ევროპული გზავნილები საქართველოს - ოპოზიცია ჯოზეფ ბორელის განცხადებებს აფასებს.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ბორელთან შეხვედრამ კიდევ უფრო შეუმცირა შანსები საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

"იმის მაგივრად, რომ შეხვედრა მთავრობას გამოეყენებინა საქართველოს ინტერესებისთვის, პირიქით, ამ შეხვედრით კიდევ უფრო შეამცირა ის შესაძლებლობა, რაც საქართველოს აქვს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს არ არის საჩუქარი და ამას დამსახურება სჭირდება და მთავრობა ამბობს, რომ უსამართლოა ევროკავშირი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს ისე, რომ არც კი ამბობს, რომ გააკეთებს ყველაფერს ამისთვის, ეს არის კიდევ ერთი საჯარო გზავნილი იმისა, რომ, რეალურად, კანდიდატის სტატუსი აშინებს "ქართულ ოცნებას,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ უმრავლესობამ რეკომენდაციების დარჩენილი ნაწილი უნდა შეასრულოს, ხოლო შესაბამის ინიციატივებს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება.

"ცხრიდან ცხრავე პუნქტი, რაც დარჩა შესასრულებელი, არის შესასრულებელი და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და ამას ითხოვს საქართველოსთვის. ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს არცერთ შემთხვევაში და ის საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალში თავის სრულუფლებიან წევრს. დეპოლარიზება მოხდება მაშინ, როდესაც ეს პუნქტები შესრულდება. ყველა ინიციატივას, რომელიც შესაბამისობაში იქნება 12 პუნქტის შესრულებასთან, მხარდაჭერა ექნება სრულიად ოპოზიციის მხრიდან,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები