26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

პრემიერი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.

გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას," - წერს პრემიერი "ტვიტერზე."

დღის ამბები