გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში, სტიქიის ზონაში, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის შედეგად დაზიანებულია სათავე ნაგებობები და მილები ლანჩხუთსა და გურიაში.
კომპანიის ცნობით, გურიის სერვის ცენტრის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ხოლო მოსახლეობას წყალი წყალმზიდის საშუალებით მიეწოდება.
„გურიაში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად დაზიანებულია ორაგვესა და კლიტეკარას სათავე ნაგებობები, რის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭისყალმა სრულად გაანადგურა ოზურგეთის მკვებავი 110 მმ-იანი ლითონის მილიც, წყალუხვობის გამო ამღვრეულია მაკვანეთში მდებარე ოზურგეთის N1 სატუმბი სადგურიც.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვის ცენტრის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს.
პარალელურად ადგილზე მუშაობს წყალმზიდი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა წყალს იღებს.
შეგახსენებთ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 2 93 00 00.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ უწყებაში.