მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.