26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
2024 წელს ეს ომის და ღალატის პარტია შეხვდება დაქსაქსული - გურამ მაჭარაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე

"როცა ვთქვით, რომ ხაბეიშვილის დანიშვნა კარგი იქნებოდა, რადგან "ნაცმოძრაობას" დაშლიდა, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობაში." მისივე შეფასებით, პარტია 2024 წლის არჩევნებამდე ბოლომდე დაიქსაქსება.

"დაავადება, რასაც ქვია "ნაცმოძრაობის დაშლა", კარგად პროგრესირებს. მშვენივრად მიდის, ყველა მიმართულებით ხდება დაშლა "ნაცმოძრაობის" და აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვამბობდით, 2024 წელს ეს ომის და ღალატის პარტია შეხვდება დაქსაქსული. ჩვენ თავის დროზე, როცა ვთქვით, რომ ხაბეიშვილის დანიშვნა კარგი იქნებოდა, რადგან "ნაცმოძრაობას" დაშლიდა, აი, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. მას იმის უნარი არ გააჩნია, რომ კომუნიკაბელური იყოს, ურთიერთობები დაალაგოს და ა.შ. მისი სტილია მაგიდაზე შეხტომა, ლანძღვა, რიტორიკული გამოსვლები და ა.შ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები