ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც "რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.