26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ლერი ბარნაბიშვილი მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მოწოდება გაითვალისწინონ

გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური, მერიის წარმომადგენლები, გეოლოგები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. სახიფათო ადგილებიდან უკვე 50-ზე მეტი ოჯახია გამოყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

ლერი ბარნაბიშვილის თქმით, ხალხის გამოყვანის პროცესი გრძელდება.

"ნაპოვნი იქნა მესამე ცხედარი. სამწუხაროდ, ეს არის არასრულწლოვანი. სტიქიის შედეგად სულ სამი ადამიანია დაღუპულია. მინდა, კვლავ მწუხარება გამოვთქვა და მათ ახლობლებს, ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, სამაშველო სამსახური, მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, გეოლოგები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. სახიფათო ადგილებიდან უკვე 50-ზე მეტი ოჯახია გამოყვანილი. გრძელდება ხალხის გამოყვანა," - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ამასთან, ლერი ბარნაბიშვილმა მოუწოდა ადამიანებს, უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მოწოდება გაითვალისწინონ.

"უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთ ლოკაციაზე, სადაც ვიზუალურადაც იყო საშიშროება ადამიანების გაჩერებისა, ხალხმა უარი განაცხადა გამოსვლაზე. მინდა, მოვუწოდო მათ, მაქსიმალურად შევეცადოთ და უსაფრთხო ადგილას გადმოვიდნენ. მათ კვლავ დაუკავშირდებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მაშველები. ვინაიდან კვლავ ცუდი ამინდებია გამოცხადებულია, მოვახდინოთ მათი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა. ამისთვის მომზადებულია საცხოვრებელი და ყველანაირი პირობები. ლანჩხუთი გრიგოლეთის მიმართულებით ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე გზების ნაწილი გაწმენდილია, ნაწილის გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობა და სხვადასხვა კონსტრუქციის აღდგენა. შევეცდებით, უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი ყველაფერი," - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

დღის ამბები