გემოების თამაში, კრეატივი, სერვირება და ერთი საათი მთავარი კერძის მოსამზადებლად - ყველაფერი, როგორც ნამდვილ სამზარეულოში. დღეიდან, "რუსთავი 2" "შეფების ლიგას" იწყებს. გასტრონომიულ მეგა პროექტში განსხვავებული წესებია და მასში მონაწილე 12 მზარეული ერთმანეთს არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად დაუპირისპირდება.
წესების მიხედვით, სამკაციანი ჟიური ყოველ კვირას ერთ სუსტ გუნდს გამოავლენს, საიდანაც პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. პროექტის ავტორების ჩანაფიქრით ფინალში ორი ან სამი კაცი გავა, რომლებიც ერთმანეთს უკვე ინდივიდუალურად შეეჯიბრებიან.
"შეფების ლიგის" გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოვლინდება და საჩუქრად ბინას მიიღებს. გადაცემა ეთერში "რუსთავი 2-ზე" ყოველ პარასკევს, 22 საათზე გავა.