26 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები - როგორი იყო სტიქია გურიაში ადგილობრივების თვალით

გურიაში, მეზობლებს შორის ხიდი სტიქიამ წუხელ ჩატეხა, მაშინ როცა ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდა და მეწყრული პროცესები განვითარდა. კადრები ჯუმათში ადგილობრივებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ისინი ყვებოდნენ, რომ მათი სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

ასევე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს არასრულწლოვანი, ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან საფეხმავლო ბილიკით გამოჰყავთ. მალევე ოზურგეთში კიდევ ერთი ბავშვის გადარჩენაც შეძლეს. მცირეწლოვანი საკუთარი ხელით გამოიყვანა ოზურგეთის მერმა. სიკვდილს გადარჩენილებზე პირველი კადრების გავრცელება ადგილობრივმა მოსახლეობამ დილიდან დაიწყო.

სოფელ სუფსაში დილიდან ებრძოდნენ მდინარეს, რომელმაც მათი სახლები მოულოდნელად დატბორა. ზოგი საკუთარი ძალებით, ზოგიც მაშველების დახმარებით. ადგილობრივები სახლებიდან გამოსვლასაც ვეღარ ახერხებდნენ და ქუჩებში ნავების დახმარებით გადაადგილებოდნენ. მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადასვლას სწორედ ამ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებით ცდილობდნენ.

მაშველებმა შეძლეს სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოეყვანათ მრავალშვილიანი ოჯახიც, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მაშველებმა ასევე გადაარჩინეს ტურისტი, რომელიც ადიდებული მდინარიდან გამოჰყავთ.

გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი და განადგურებული ეზოები, დანგრეული ხიდები - ასეთია დამანგრეველი სტიქიის შედეგები ადგილობრივების ფოტოებსა და ვიდეოკადრებში. სტიქიის ეპიცენტრში დარჩენილები ადიდებულ მდინარესა და მეწყერს მაშველებთან ერთად ამ დრომდე ებრძვიან.

დღის ამბები