26 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
საქართველოს მიერ შესასრულებელ სამუშაოებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფართო ჩართულობას ელოდება - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ოფიციალურ ფორმატში შეხვედრები დიპლომატიური უწყებიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოზეფ ბორელმა ჯერ პირისპირ შეხვედრა გამართა. საქართველოს ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსი და პარტნიორებს შორის დინამიური ურთიერთობა იყო ის საკითხები, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ილია დარჩიაშვილთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ღიაა და მნიშვნელოვანია ქვეყანამ რეფორმების კუთხით მუშაობა გააგრძელოს. საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარეებმა პირისპირ შეხვედრიდან დისკუსია გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. შეხვედრას ჯოზეფ ბორელთან ერთად გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ოპოზიციის ერთიანი გზავნილი გადასცეს და უთხრეს, რომ მიუხედავად, პრობლემებისა ქვეყანამ შანსი არ უნდა დაკარგოს და უკვე მეორედ არ უნდა მიიღოს პარტნიორებისგან უარი.

ოპოზიციის დამოკიდებულება მმართველი პარტიისთვის არა ქვეყნის ევროპული მომავლის ლობირება, არამედ მისთვის ხელის შეშლაა. "ქართული ოცნების" განცხადებით, ევროპელი სტუმრების გზავნილები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მისამართით არ ისმოდა და მათ ადრესატები ოპოზიციის წევრებიც იყვნენ. როგორც ითქვა, ევროკავშირი მათგან პროცესში თანამშრომლობას ელოდება.

ჯოზეფ ბორელი დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მივიდა და სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შინაარსზე ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. კადრებში ჩანს, რომ ბორელი სალომე ზურაბიშვილთან შედარებით ვიწრო შემადგენლობის დელეგაციით იმყოფებოდა, პრეზიდენტს ბორელთან ერთად ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში გერტ იან კუპმანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი შეხვდნენ.

საქართველოს მიერ შესასრულებელ სამუშაოებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფართო ჩართულობას ელოდება. სამოქალაქო საზოგადოებასთან სწორედ ამ მიმართულებით იყო საუბარი. ორბელიანების სასახლიდან ჯოზეფ ბორელი მესამე სექტორთან შესახვედრად გაემართა.

საქართველოს მიერ შესასრულებელ სამუშაოებში,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფართო ჩართულობას ელოდება. სამოქალაქო საზოგადოებასთან სწორედ ამ მიმართულებით იყო საუბარი. ორბელიანების სასახლიდან ჯოზეფ ბორელი მესამე სექტორთან შესახვედრად გაემართა.

პრემიერთან, ხელსიუფლების უმაღლეს პირებთან, ოპოზიციასთან და სამოქაალქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ბორელმა რუსული აგრესიის შედეგი და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგპომარეობა პირადად მოინახულა. სწორედ იქ ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოფიცილაური ვიზიტი კი დღეს სრულდება.

დღის ამბები