26 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ბორელის ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი და მაღალი თანამდებობის პირები აცნობიერებენ, რომ საქართველო ნამდვილად ღირსია მიიღოს კანდიდატის სტატუსი - გურამ მაჭარაშვილი

ბრიუსელიდან ბორელის მიერ ჩამოტანილ გზავნილებს საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს.

"ის რეკომენდაციები, რომელიც აქამდე შესრულდა, სამწუხაროდ, მოხდა ბევრი ოპოზიციური პარტიის ჩართულობის გარეშე. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რაც პირველ რიგში რიტორიკის შეცვლას გულისხმობს," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, რეკომენდაციების შესრულებისა და ბოლომდე მიყვანის კუთხით, საქართველოს ყველა ინსტრუმენტი ხელში უჭირავს:

"რეკომენდაციების შესრულებისა და ბოლომდე მიყვანის კუთხით, საქართველოს ყველა ინსტრუმენტი ხელში უჭირავს. ყველაზე რთული საკითხი არის დეპოლარიზაცია-პოლარიზაციის საკითხი, რაზეც ვერავის ვერ გადაარწმუნებ თავის აზრსა და პოლიტიკურ შეხედულებაში. სამუშაო ფორმატებში კი ოპოზიცია არ იღებდა მონაწილეობას," - აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, ბორელის ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ  ევროკავშირი და მაღალი თანამდებობის პირები აცნობიერებენ, რომ საქართველო ნამდვილად ღირსია მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

დღის ამბები