26 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"სასწაულად წვიმდა, გამოვედი და დამხვდა მიწა მთლიანად გადახეთქილი, წაღებული იყო ყველაფერი - ერთ-ერთი ადგილობრივი 

ძლიერი ნალექის გამო, გურიის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა-დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზები.

მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ადგილზე მუშაობენ მაშველები, მობილიზებულია ტექნიკა.  

სტიქიამ დააზარალა ოზურგეთი. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, დაზიანებულია ტექნიკა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამგვარი რაოდენობის ნალექი არ ახსოვთ.

"სასწაულად წვიმდა, რაღაც ხმა ჩამესმა სხვანაირი... გამოვედი და დამხვდა მიწა მთლიანად გადახეთქილი, წაღებული იყო ყველაფერი. მერე მთელი ღამე გავათენე, რომ სადმე ნაპრალი რომ დამენახა ბავშვი და მწოლიარე დედა რომ გადამეყვანა სადმე," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

 

დღის ამბები