26 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ანალენა ბერბოკი ემხრობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ემხრობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

გერმანულ გამოცემა "შპიგელის“ ინფორმაციით, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეა და ვრცელ რეფორმებს ახორციელებს კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.

საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიის გაფართოებას არ ემხრობა.

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში 30 აგვისტოს შეიყვანა.

დღის ამბები